logo
ENG



კრემლი: პუტინს არ აქვს გადაწყვეტილი, იყრის თუ არა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

02 ნოე 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/1ozh7ktgfe0g0w5.png
Kay Nietfeld/picture alliance/Getty Images

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია იყრის თუ არა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.  

2021 წელს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს მას კიდევ ორი ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი, რაც პოტენციურად გაახანგრძლივებს მის მმართველობას 2036 წლამდე.

პუტინი ქვეყნის პირველი პირი გახდა 1999 წლის 31 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტი ბორის ელცინი დროზე ადრე გადადგა. პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს, მეორედ 2004 წელს, მესამედ — 2012 წელს, მეოთხედ კი 2018 წელს.

პუტინი სხვადასხვა წლებში იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პრეზიდენტის საქმეთა ხელმძღვანელის მოადგილე. 1957-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ელცინის პრეზიდენტობის დროს, 1999 წლიდან 2000 წლამდე პუტინი პრემიერმინისტრის პოსტსაც იკავებდა. იგივე თანამდებობას იკავებდა 2008 წლიდან 2012 წლამდე, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იყო, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.


close დახურვა