logo
ENG



კრემლი არამეგობრული ჟესტების მიმართ მომთმენი და ინდიფერენტული ვერ დარჩება - პესკოვი

15 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

"კრემლი არამეგობრული ჟესტების მიმართ მომთმენი და ინდიფერენტული ვერ დარჩება", - ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი რუსეთიდან ჩეხი დიპლომატების გაძევებას.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.

დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად ორდღიანი ვადა მისცეს. დღევანდელი გადაწყვეტილება მოსკოვის მხრიდან საპასუხო იყო. გასულ კვირას ჩეხეთის პრემიერმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

მიზეზი სპეცსამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება გახდა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ინფორმაცია თითქოს რუსი აგენტი ჩეხეთში ოფიციალური პირების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას გეგმავდა, თავად რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა გაავრცელეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკანდალი თავად რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს უკავშირდებოდა. 


close დახურვა