logo
ENG



კრემლი დაპატიმრებულ უკრაინის კონსულს ქვეყნიდან აძევებს, ვითარება მწვავდება

17 აპრ 202118:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/17/d3od4q5jzjxrnnt.jpg

ვლადიმერ პუტინის მთავრობამ უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად მას რამდენიმე კვირა მისცა, სოსანიუკი რამდენიმე საათით ადრე სოსანიუკი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. 

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, სოსანიუკი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დახურული ინფორმაციის მიღების ბრალდებით დააკავეს, რაც უკრაინის მხრიდან მორიგ პროვოკაციად შეფასდა. უკრაინის ხელისუფლება, მათივე თქმით, საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებს. 

კრემლის ოფიციალური ბრალდება განსაკუთრებით საყურადღებოა, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით. შესაძლო სამხედრო შეტაკების საფრთხის შესახებ ორივე მხარის, განსაკუთრებით კი, უკრაინის საჯარო პოზიციები მეტყველებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დონბასში, უკრაინის საზღვართან გამიზნულად და საგანგაშოდ არის გაზრდილი რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობა. 

რუსეთის ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობამ, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და დიდი შვიდეულის (G7) ყველა დანარჩენი ქვეყნის ჩათვლით, უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის შემცირებისკენ და მიზანმიმართული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ერთობლივ წერილში თავისუფალი სამყაროს ლიდერები კრემლს იმ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს შეახსენებს, რომლითაც რუსეთი ვალდებულია უკრაინის საზღვართან სამხედრო გადაადგილების შესახებ პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს.  


close დახურვა