logo
ENG



კრემლის ინფორმაციით, პუტინი დონის როსტოვში ჯარების დაჯგუფების შტაბს ეწვია

19 აგვ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/19/axysblfp1p8r294.jpg

კრემლის ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი დონის როსტოვში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს ეწვია.

პუტინმა გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის, ასევე სხვა მეთაურებისა და უფროსი ოფიცრების მოხსენებები მოისმინა. კრემლს სხვა დეტალები არ გაუვრცელებია.

მსგავსი შეხვედრა პუტინმა დონის როსტოვში მარტში გამართა. იმავე თვეში ომის დაწყების შემდეგ პუტინი პირველად ეწვია დონბასს.

ივნისში ევგენი პროგოჟინის აჯანყების დროს, რომელიც მას "სამართლიანობის მარში" უწოდა, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა. მოლაპარაკებების შემდეგ პრიგოჟინმა აჯანყება შეაჩერა.


close დახურვა