logo
ENG



კრემლის რბილი ძალა ენის სწავლების ეგიდით - თბილისში შესაძლოა რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნას

29 ნოე 201920:25
3 წუთის საკითხავი
 
uiqufb49a9kwg0i.jpg

კომუნისტი სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის და რელიგიური საკითხებით სპეკულაციის შემდეგ, ახლა კრემლის რბილი ძალა რუსული ენის სწავლების ეგიდით გააქტიურებას გეგმავს. მსგავსი დავალება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გასცა. დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გახსნას გრიგორი კარასინი აანონსებს. "ეს ცენტრი რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა კარასინმა ქართველ კოლეგასთან ზურაბ აბაშიძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ. გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ რუსული ღონისძიებები საქართველოში ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება კულტურის ცენტრის გახსნას საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ბაზაზე გეგემავსცენტრში ეს ინფრომაცია არ დაგვიდასტურეს, თუმცა არც უარყვეს. 

რუსეთის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუს კოლეგას იდეაზე არ დათანხმებია. ზურაბ აბაშიძე საქართველოში არ იმყოფება. "ფორმულასთან" სატელეფონო ინტერვიუში აბაშიძე არ ადასტურებს რუსული სააგენტენტოების მიერ კარასინზე დაყრდნობთიგავრცელებულ ინფორმაციას. მისი მტკიცებით,  კარასინი ბოლო შეხვედრისას რუსული ენის შემსაწვალელი კერძო კურსების შესახებ ესაუბრა.
ამასთან, თბილისში არ სჯერათ იმ ხელისუფლების წარმომადგენლის, რომელმაც გავრილოვს ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. რუსი დიპლომატის მიერ დეკემბერში დაანონსებული კულტურის ცენტრის გახსნა დაუშვებელად მიაჩნია ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას. ის ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოდან ჯერ ჯარები უნდა გაიყვანოს და მერე ცენტრბის გახსნაზე იფიქროს. მანამდე კი ხელოვნებათმცოდნე ხელისუფლებას ურჩევს ეს პრეცედენტი არ დაუშვას.

რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნით დაინტერესებას ადასტურებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის კულტურის უწყების წარმომადგენელი მას ორჯერ შეხვდა და ამ შეთავაზებაზე ორჯერვე უარი თქვა. მზაკვრულ ჩანაფიქრს უწოდებს მწერალი ალეკო შუღლაძე და ფიქრობს, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის.  

ზურაბ აბაშიძე თბილისში ხვალ დილით ბრუნდება და მოლაპარაკების დამატებით დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

 


close დახურვა