„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის, მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას აფასებს და აღნიშნავს, რომ ზუსტად იგივე საკითხს განიხილავს ახლა კრემლიც.
როგორც მან აღნიშნა, კრემლისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ამას ვერ მოახერხებს.
„ერთი თვის წინ კონფერენციაზე შევხვდი ვლადიმერ მილოვს, რომელიც ყვებოდა, რომ კრემლი განიხილავს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ცხადია ეს სისულელეა, რუსეთისგან განსხვავებით ისინი ამას ვერ მოახერხებენ. ეს თუ მოახერხეს იქნება სრული მარგინალიზაცია. ივანიშვილმა თავი მოიკლა და ამით საკუთარი ხელით ჩაარჭობს საკუთარ კუბოს პოლიტიკურ ლურსმანს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.