logo
ENG



კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

31 ივლ 202322:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/j1p1xtrc3dknag2.png

კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, დაშავებულთა კი 75-მდე გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილზე 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.

რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში 31 ივლისს, დილით მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.


close დახურვა