პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა.
მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური მოქმედებები მიმდინარეობს ძალადობრივი ჯგუფების სხვა ლიდერების, ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე მორგოშიას სახლებშიც.
ინფორმაციას, რომ ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.