ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები გრძელდება. წუთის წინ ევროპელ მედიატორთან ქართული ოცნების ლიდერები მოვიდნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, ასახული ყველა წინადადება მმართველი გუნდისგანაა წარდგენილი. მისი თქმით, ქართული ოცნება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს.
კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებები განახლდა
15 მარ 202120:14
3 წუთის საკითხავი