logo
ENG



კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება

16 მარ 202120:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/16/jpvfgi493xy97eb.png

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი ევროპელ დიპლომატს ვახშამზე მასპინძლობს.

იგი ათონელის რეზიდენციაში დღის ბოლოს მივიდა, თუმცა შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე სასაუბროდ აქამდე ორჯერ, 12 და 16 მარტს შეხვდა.

მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, შეხვედრა იმართება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული კომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის. მიშელი ღარიბაშვილს ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულებისა და მედიასთან გამართული ბრიფინგის შემდეგ მესამედ ხვდება.

მიშელთან შეხვედრამდე ღარიბაშვილმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების საკითხი მას არ ეხება, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნები, თუმცა დასძინა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქრთველოში 2024 წელს გაიმართება.

 


close დახურვა