რამდენიმე თვეა, სათამაშო ბიზნესს რეგულაციები გაუმკაცრდა, რითაც თითქმის მილიონამდე ადამიანს აზარტული თამაშები კანონის ძალით აეკრძალა. მიღწეულია თუ არა მიზანი, შემცირდეს მოქალაქეების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება? რა ხდება რეალურად? ირკვევა, რომ მოთამაშეთა რაოდენობა არ შემცირებულა - ნაწილმა, უცხოურ სათამაშო ვებ-გვერდებზე გადაინაცვლა, ნაწილი კი სხვა მექანიზმებით ახერხებს რეგულაციების გვერდის ავლას. სამაგიეროდ დარტყმა მიადგა მედიას, რომელმაც რეკლამის აკრძალვით შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. სწორედ მედიაზე ზეწოლის მცდელობად შეფასდა თავის დროზე პრემიერ ღარიბაშვილის ეს ინიციატივა.
კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის თავისებურებები
14 აგვ 202220:10
3 წუთის საკითხავი