დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა სულ უფრო ძლიერდება. ბიძინა ივანიშვილს ტრადიციულად ოლიგარქად მოიხსენიებენ. ბრიტანეთის პარლამენტში ითქვა, რომ საჭიროა მოსამართლეების შეზღუდვას ლონდონიც შეუერთდეს და შეიძლება, საჭირო გახდეს თავად საქართველოს არაფორმალური მმართველის სანქცირებაც. კრიტიკული განცხადებები ისმოდა ვაშინგტონშიც. ქართული ოცნება კი დასავლეთის პოზიციას კვლავ ჩვეულ სტილში ხვდება.