პირველად, 1976-იანი წლებიდან კუბას პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქყვეყნის პაერლამენტმა მთავრობის ხელმძღვანელად მანუელ მარერო კრუსი აირჩია.
56 წლის კრუსი მანამდე ტურიზმის მინისტრის პოსტს იკავებდა. მის კანდიდატურას კუბის საკანონმდებლო ორგანოს აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მთავრობას - კუბის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს და პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.