logo
ENG



კუბილიუსი შეწყალებაზე: სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი

15 მაი 202022:28
3 წუთის საკითხავი
 
z0qhnez0scuklw8.jpg

ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიწყალა, თბილისი ყოფილი მერი, გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს“,-წერს ანდრიუს კუბილიუსი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

 


close დახურვა