logo
ENG



კუბლაშვილი:ჯიშკარიანის მდგომარეობა რომ არ გაუარესებულიყო, კლინიკაში გაიმართება სასამართლო

11 ოქტ 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
w283wowv2qvt9c4.png

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მკურნალობს, მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მივიდა. 

„ილია ჯიშკარიანი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მან ვერ იაროს. ცხადია ის დგება და საუბრობს, მაგრამ საუბარია ემოციურ მდგომარეობაზე, ივლისის თვეში 4-ჯერ გადატანილ ინფარქტზე და ემოციური ფონიდან გამომდინარე, მოსალოდნელი მდგომარეობის რადიკალური გამწვავების შიშზე.

ის რომ დღეს სასამართლო მოვიდა ადგილზე, არაფერი არ შეცვლილა. იმისთვის, რომ თავი დაგვეზღვია მდგომარეობის გაუარესებისგან, აქ გადაწყდა სასამართლო პროცესის ჩატარება. მისი ემოციური მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ის ფაქტი რომ აქ ტარდება სასამართლო რას ცვლის? დრეს ილია ჯიშკარიანი ისაუბრებს ტელევიზიითაც და უპასუხებს ძალიან მწვავე კითხვებს.

არსებობს ჯანმრთელობის ცნობა, ის საქმის მასალებში დევს და საერთოდ აღკვეთის დროს დაცვის მხარე წარუდგენს, ხოლმე სტანდარტულად ასეა. მოწმეზე ზეგავლენა მოხდაო, დაზარალებულის მხარე ტყუის, მამუკა ფეიქრიშვილი არის დაზარალებულის მეზობელი და ძალიან ახლობელი,“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა

ილია ჯიშკარიანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე საავადმყოფოში განიხილავს. 


close დახურვა