logo
ENG



კულება: ბაიდენმა მითხრა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება ჩვენს გამარჯვებამდე

26 მარ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 
კულება: ბაიდენმა მითხრა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება ჩვენს გამარჯვებამდე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას განცხადებით, ვარშავაში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას უთხრა, რომ უკრაინაში ომი 21-ე საუკუნეს შეცვლის. 

როგორც კულებამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ბაიდენი უკრაინელი ხალხით აღფრთოვანებულია და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა ორი რამ - ბევრი ისაუბრა, მაგრამ არის ორი რამ, რაც შემიძლია გაგიზიაროთ. პირველი: ის, რაც ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეს შეცვლის. და მას აბსოლუტურად კონკრეტული აღქმა აქვს ამისა. ის, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდით 2014 წლიდან, რომ ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ - ეს არის თავისუფალი სამყაროს ომი ტირანიის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ზუსტად ასეც თქვა: რაც ხდება უკრაინაში, შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას. და მეორე: რომ ამერიკა ურყევად იქნება უკრაინის გვერდით აბსოლუტურად ყველაფერში, ჩვენს გამარჯვებამდე. ვერაფერი უბიძგებს ამერიკას ზურგი აქციოს უკრაინას და მისი მხარდაჭერა შეამციროს. პირიქით, ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება", - განაცხადა კულებამ.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.


close დახურვა