logo
ENG



კულება: ბრძოლა დონბასისთვის მეორე მსოფლიო ომს გაგახსენებთ

07 აპრ 202219:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, "ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება" და მან "მაქსიმალურ მასშტაბს არ მიაღწია".

როგორც კულებამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "უკრაინის ამ ნაწილში უმძიმესი ბრძოლები იმართება, თუმცა სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი იქნება.

"დონბასისთვის ბრძოლა გაგახსენებთ მეორე მსოფლიო ომს, მასშტაბური ოპერაციებით, მანევრებით, ათასობით ტანკის გამოყენებით, ჯავშანტექნიკით, თვითმფრინავებით, არტილერიით. ეს არ იქნება ლოკალური ოპერაცია, იმის გათვალისწინებით, თუ რას ვხედავთ რუსეთის მომზადებაში. რუსეთს აქვს თავისი გეგმა, ჩვენ - ჩვენი, ბრძოლა გადაწყვეტს შედეგს", - განაცხადა კულებამ.


close დახურვა