უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი უნდა იყოს.
"მე ვარ ალბათ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ევროკავშირის საბჭოს ბომბის თავშესაფრიდან მიმართა, საჰაერო თავდასხმის სირენის გამო. მოითხოვა მეტი საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალის მიწოდება. მოუწოდა ევროკავშირს სანქციების დაწესება ირანის წინააღმდეგ, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი უნდა იყოს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.
კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმის შედეგად 6 თვის ორსული დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, კიევზე განხორციელებული თავდასხმისას 3 ადამიანია დაღუპული, 4 კი დაშავებული.