logo
ENG



კულება: თუ ნამდვილად გაღელვებთ უკრაინა - იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი

27 მაი 202202:00
3 წუთის საკითხავი
 
კულება: თუ ნამდვილად გაღელვებთ უკრაინა - იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში სიტუაცია იმაზე უარესადაა ვიდრე ხალხი ამას აცნობიერებს.

კულებას თქმით, უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება დამატებითი იარაღები. მან მოკავშირეებს დამატებითი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდა. 

„თუ ნამდვილად გაღელვებთ უკრაინა: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი.

არტილერიის, ერთდოულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემების გარეშე ჩვენ მათ უკან ვერ დავხევთ. თუ ნამდვილად ღელავთ უკრაინაზე, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია შეძლოს, გამოგვიგზავნეთ ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემები, რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

რუსეთი დონბასის რეგიონზე შეტევას რამდენიმე კვირაა ახორციელებს. ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, ქალაქებში რომელტა დაკავებასაც რუსული ძალები ცდილობენ.


close დახურვა