logo
ENG



კულება: იარაღი რომ გამოგველიოს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, სასწორზე უკრაინელი ერის არსებობა დევს

16 იან 202412:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/z47tydjmnngmcpn.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა დათმობაზე არასდროს წავა და იარაღის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიას უკრაინელი ხალხი ნიჩბებითაც დაიცავს.

ამის შესახებ კულებამ ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, დღეს თავად ძლიერად წარმოაჩენს თავს, მაგრამ ის აუცილებლად დამარცხდება.

"როგორიც არ უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერის ფასი, იმ ქაოსის მოგვარების ფასი მსოფლიოში, რაც უკრაინის დამარცხებას მოჰყვება, ბევრად მაღალი იქნება, თუ დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის შეჩერებას უკრაინაში. სხვა ვინ შეძლებს ის შეაჩეროს მსოფლიოს სხვა ნაწილებში? ჩვენ რომ იარაღი გამოგველიოს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან რაც ახლა სასწორზე დევს, უკრაინელი ხალხის არსებობაა.

ომი რუსეთთან მძიმეა. ჰიტლერიც თავს აჩვენებდა მრავალი წელი, რომ ძალიან ძლიერი იყო და ვიცით, ეს რითიც დამთავრდა. ვფიქრობ, კარგი იქნება დროდადრო ვაიძულოთ რუსეთის მოსახლეობა, გააცნობიეროს, რომ მათი ტელევიზორების მიღმა რეალობა სხვაგვარია და შესაძლოა, ბევრად ცუდიც იყოს, ვიდრე მათი პროპაგანდაა", - აღნიშნა მან.


close დახურვა