logo
ENG



კულება: მოვუწოდებ გერმანულ ბიზნესებს, გამოვიდნენ რუსეთიდან და უკრაინაში გადაინაცვლონ

13 მაი 202201:02
3 წუთის საკითხავი
 
კულება: მოვუწოდებ გერმანულ ბიზნესებს, გამოვიდნენ რუსეთიდან და უკრაინაში გადაინაცვლონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანულ კომპანიებს რუსეთიდან გასვლასა და უკრაინაში შესვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა. 

მისი თქმით, ეს იქნება ერთადერთი პატიოსანი ნაბიჯი გერმანული კომპანიების მხრიდან. 

„მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში საზარელი სისასტიკეების ჩადენას განაგრძობს, უცხოური კომპანიების შემოსავლები, ვინც რუსეთში კვლავ აკეთებენ ბიზნესს უკრაინული სისხლით ლაქავდება. მოვუწოდებ გერმანულ ბიზნესებს, რომ გამოვიდნენ რუსეთიდან და უკრაინაში გადაინაცვლონ. ეს ევროპის მშვიდობისაში წვლილის პატიოსნად შეტანა იქნება“ - წერს დმიტრო კულება.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 12 მაისს კულებამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომზე გერმანიის პასუხის კუთხით უკრაინა პოზიტიურ დინამიკას ხედავს. კულებას თქმით, გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

close დახურვა