logo
ENG



კულება: პარტნიორ ქვეყნებს მოვუწოდებთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ

24 თებ 202218:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/h4ybw724nz791b4.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს მათ მიბაძონ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ. 

"უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ყველა პარტნიორს მოვუწოდებ მოგვბაძონ. ამ კონკრეტული ნაბიჯით თქვენ აჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ხართ და კატეგორიულად უარჰყოფთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე თავხედ, სამხედრო აგრესიას ევროპაში", - წერს კულება Twitter-ზე.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 

 

close დახურვა