უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვისთვის ტექნიკური მზადება დაიწყო.
"ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ ტექნიკური მომზადება მიღებულია და სანქციების იმპლემენტაციაც უკვე დაიწყო.
უკრაინულმა დიპლომატიის ვერტიკალმა იმუშავა პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე.
მადლობა ათასობით ადამიანს, კერძოდ, უკრაინულ დიასპორას, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ სხვადასხვა მთავრობაზე, მხარი დაეჭირათ ამ გადაწყვეტილებისთვის.
ეს გამარჯვება უკრაინის ყველა დამცველს ეძღვნება". - აცხადებს დმიტრო კულება.
SWIFT (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა. ის 1973 წელს შეიქმნა.
SWIFT არ არის ტრადიციული ბანკი - ეს არის დაცული სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ბანკებს უგზავნის საგადასახადო დავალებებს, ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ტრანზაქციების განხორციელებისთვის.
SWIFT-ის სისტემაში დღის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი შეტყობინება შედის, სახელმწიფოები ერთმანეთში ტრილიონობით დოლარს ცვლიან.
ამ დავალებების 1%-ზე მეტი რუსულ გადარიცხვებს მოიცავს.