logo
ENG



კულება: ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

10 მარ 202214:06
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თურქეთში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.

კულება აცხადებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე მაშინ იქნება თანახმა თუ უკრაინა პუტინის პირობებს შეასრულებს, რაც მისი თქმით, უკრაინის დანებებას გულისხმობს. 

„ჩემი შთაბეჭდილებით რუსეთი ამ დროისთვის არაა იმ პოზიციაში, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაგვთანხმდნენ, ისინი ელოდებიან დანებებას უკრაინისგან, ამას ისინი ვერ მიიღებენ. უკრაინა ძლიერია, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ რუსეთს თავდაპირველი გეგმები ჩაუშალა.

ჩვენ მზად ვართ ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გზა და დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით." - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრა ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხებოდა. მან ლავროვს მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა და 1 დღით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რასაც რუსული მხარე არ დასთანხმდა. 

„უკრაინამ შესთავაზა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 1 დღით, მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. ამას რუსული მხარე არ დათანხმდა. მე მზად ვარ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ის მზადაა ლავროვს ნებისმიერ ფორმატში მომავალშიც შეხვდეს.


close დახურვა