logo
ENG



კულება ბირთვულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ მოითმინონ რუსეთის რიტორიკა

25 სექ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/z0nkpg5ue7ozr6v.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბირთვულ სახელმწიფოებს მოუწოდებს არ მოითმინონ რუსეთის რიტორიკა.

კულება აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.

"პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. უკრაინა არ დათმობს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს ამოიღონ ხმა და აუხსნან რუსეთს, რომ ასეთი რიტორიკა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და მსოფლიო ამას არ მოითმენს,"  - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამავე დღეს, პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.


close დახურვა