logo
ENG



კულტურის კომისრები - დროება

20 თებ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

101 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში მიმდინარეობდა საქართველოს ოკუპაცია, რასაც საბოლოო გვირგვინი 25 თებერვალს დაედგა. ბოლშევიზმის აჩრდილი კი დღესაც დაძრწის ჩვენს პოლიტიკურ თუ კულტურულ სივრცეში. სიტყვა კულტურა შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან სწორედ კულტურის სამინისტრო და მისი მმართველი წულუკიანი აკეთებენ იმას, რომ მაგალითად მუზეუმებში სამეცნიერო კვლევებს აჩერებენ, უარს ამბობენ უკვე დამტკიცებული გრანტების გაცემაზე, და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათთვის პოლიტიკურად არასასურველმა ადამიანებმა ვეღარ შეძლონ ამ სფეროში საქმიანობა. ამის პარალელურად კი საყდრისის ამფეთქებლები და გელათის დამაზიანებლები ცდილობენ მოირგონ ქართული კულტურული საგანძურის გადამრჩენელის მანტია.


close დახურვა