logo
ENG



კუპატაძე: თითოეული მაღაროელი შეიცოდონ, დაუდგნენ გვერდში, ჩვენ გმირები ვართ

19 ივნ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/mi0vqbfigtg29dl.png

მაღაროელი, გიორგი კუპატაძე, რომელმაც გუშინ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჯორჯიან მანგანეზს, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რადგან პირობების შესრულებამდე, პროტესტს არ შეწყვეტენ. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"როდესაც ჩვენ, თითოეული მაღაროელი შევდივართ იმ მდგომარეობაში, რომ როცა კომპანიას უჭირდა, თითოეული ჩვენგანი შევდიოდით სიკვდილში, რასაც ჰქვია სიკვდილში, იმიტომ, რომ ძველი პროფილი უნდა გამოგვეხსნა, რათა ახალი არ ეყიდათ და გამოგვეყენებინა იგივე, დანახარჯი ნული. არაფერი დანახარჯი არ ჰქონდა იმდენი, ეკონომია რომ გაკეთებინა, როცა უჭირდა, როცა ჩვენ ვგრძნობდით, რომ ვითომ უჭირდა. ამ დროს, 14 უფროსი უნდა გაიარო, რომ მთავარ უფროსამდე მიხვიდე - მაშინ შეემცირებინათ ის უფროსობა და დაემატებინათ მაღაროელებისთვის, 15-20 ათასები აქვთ და ჩვენ გვაქვს 1 200-1 250 ლარი.

[...] ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან მოშიმშილეები, დღე ერთია და 10 სასწრაფო, მართლა, მადლობა ჩვენ მედ მუშაკებს, რომ ასე ყურადღებიანად არიან, თორემ თითოეულ ჩვენგანს 10-15 წუთში სულ გვჭირდება სასწრაფო. მე თავადაც, ანთებითი პროცესი წამივიდა ამოკერვით, უკვე სიცხეებს მაძლევს, მე მოვითხოვ ერთადერთს, რომ თითოეული მოშიმშილე და თითოეული მაღაროელი შეიცოდონ და დაუდგნენ გვერდში, იმიტომ, რომ ჩვენ გმირები ვართ, არა ვართ ისეთი ადამიანები, რომ ჩვენ გვერდში დგომა არ ვიცოდეთ. მე მოვითხოვ პირადად, რომ 20%-ს ერთი პროცენტით არ დააკლდება, მე, როგორც გიორგი კუპატაძე, არანაირ დათმობაზე არ წავალ და არანაირ დათმობაზე არ წავლენ ჩემი მაღაროელები და ჩვენი მოშიმშილე ბიჭები", - განაცხადა მან.

ჭიათურელი მაღაროელები პროტესტს თბილისში აგრძელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს თბილისში, პარლამენტთან, 16:00 საათზე აქციას გამართავენ.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. 

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა.

ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა