logo
ENG



კუპრავა: როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა

05 ივნ 202417:39
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქე დათა კუპრავა, რომელსაც დეპუტატი ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, ამბობს, რომ სასამართლოში "აბსურდული" კითხვები დაუსვეს. მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ კუპრავამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა - სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი. კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ. მე მათ მკაფიოდ ავუხსენი რომ ამ ტერიტორიაზე ორი წელია დავდივარ, თითქმის ყოველდღე მიწევს მისვლა, ქალბატონ ნინო წილოსანზე ხშირადაც შეიძლება ვიყო იმ ტერიტორიაზე", - თქვა კუპრავამ.

კუპრავა ამბობს, რომ ცრუ ბრალდებით და ცრუ დასმენისთვის ნინო წილოსანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. 

"არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ამისთვის ვინმე წილოსან ამისთვის დასჯის ან საყვედურს ეტყვის, მაგრამ დაკითხვიდან დაკითხვაზე ვატარებ და ნერვებს მაინც მოვუშლი", - თქვა კუპრავამ. 

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი მოქალაქეს "ადევნებაში" ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ნინო წილოსანმა შსს-ს მიმართა

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნინო წილოსანი ინტერვიუს აძლევდა, მოქალაქე დავით კუპრავამ ამ დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და "მოღალატე" უწოდა.


close დახურვა