logo
ENG



კუპრავა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ორი ადამიანი იყო - გახარია და ივანიშვილი

28 თებ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში ზვიად კუპრავა  მისივე  ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელს თავს ორი ადამიანი გუშინ ღამე დაესხა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კუპრავას თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ დამნაშავეებს სამართალდამცველები დააკავებენ.

„ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმის დროს აბსოლუტურად ხმა არ გაუციათ, არც გინება ყოფილა და არც ხმაური. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, დავალება, რომელიც ამ ადამიანებმა შეასრულეს. იყო ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი. ერთის დანახვა მოვასწარი და ერთის ამოცნობა შემიძლია თუ პოლიციელები იპოვიან და ალბათ, არ იპოვიან“, - განაცხადა კუპრავამ. 

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.


close დახურვა