რა საფრთხე ემუქრება ბახმაროს? მოქალაქეები, რომლებიც სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ ერთიანდებიან, მიიჩნევენ, რომ თუ გეგმა განხორციელდა, ის კურორტის ჩაბეტონებით დასრულდება. ბახმაროს გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეებისთვის განგაშის საფუძველი სამშენებლო კომპანიის მასშტაბური პროექტი გახდა. მრავალფუნქციურ კომპლექსში ბინების გაყიდვის დაწყების შესახებ სამშენებლო კომპანია უკვე გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ნებართვა გაცემული არაა. ეს კი აჩენს სავარაუდოდ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება არსებობს.