logo
ENG



კუჭი გვაქვს ყველას, ჭამა გვინდა - ტყიბულში ადგილობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

29 ნოე 201917:44
3 წუთის საკითხავი
clock 1244
8yunnl5cg21r463.jpg

ტყიბულის ცენტრში ადგილობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ინდმეწარმეები, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ, ხელისუფლებისგან  მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი 5 სატვირთო ავტომობილი დააკავა. ტყიბულის მერის განცხადებით ღია კარიერის გზით ქვანახშირის მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ინდმეწარმეები უსაფრთხოების სტანდარტებს უზრუნველყოფენ.

"ამისთვის რატომ მაკავებთ, ვუთხარი. სახლში ორი უპატრონო შვილიშვილი მყავს და სახლში ეს ორი მეშოკი ნახშირი მიმქონდა გასათბობად. არ შეიძლებაო. მე ვერც ჯარიმას ვერ გადავიხდი",-აღნიშნავს ადგილობრივი. 

მათივე განმარტებით, სამუშაო ადგილები არ არის და შესაბამისად არც სხვა ალტერნატივა არსებობს. 

"კუჭი გვაქვს ყველას. ჭამა გვინდა. სამსახურები არ გვაქვს. ტყიბულელები ვართ და გვინდა თავი გავიტანოთ. ვწვალობთ. ვეძებთ, ვაგროვებთ და ზოგს თავად ვიხმართ. ამის საშუალებას უკვე აღარ გვაძლევენ",- განმარტავს ადგილობრივი.

ტყიბულის მერის თქმით კი ის თანახმაა განაგრძონ ადგილობრივებმა მუშაობა, მაგრამ აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების დაცვა, რათა თითოეული მოქალაქის უფლება დაცული იყოს. 

"ქვანახშირის ხელმძღვანელობა იძახის რომ ჩვენ გვინდა ქვანახშირი, ჩვენ ბაზარს უზრუნველყობთ. ოღონდ ის საძიებო გვირაბები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური პასპორტს და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები. ასევე ტექნიკურად უნდა გაიმართოს კარიერები და ჩვენც გავაფორმებთ მათთან ხელშეკრულებას. მათ მუშაობა უნდა განაგრძონ, მაგრამ სტანდარტი უნდა იყოს დაცული და ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნლოვანი ღირებულება მგონი ჩვენ არ გაგვაჩნია",- აცხადებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე. 


close დახურვა