logo
ENG



კუხიანიძე: თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ ჩამოვცილდე ყველაფერს

17 დეკ 201909:41
3 წუთის საკითხავი
 
4k4e3njlvviyg23.jpg

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხაინიძე სამოქალაქო აქტივისტებს გაურბის. საკრებულოს დეპუტატის  განცხადებების გასაპროტესტებლად სამოქალაქო მოძრაობების წევრები „ტვ პირველთან“ შეიკრიბნენ, იქ სადაც კუხიანიძე სტუმრად უნდა მისულიყო.  საკრებულოს წევრი ტელევიზიაასთან მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსსზე ბოდიშს არ იხდის, თუმცა ნანობს და მზადაა თანამდებობა დატოვოს. კუხიანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პატრიოტიზმით გაჯერებული ქმედებებით რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. მას ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება სურს.

„ბოდიშს არ იხდის ისე ადამიანი თუ კი რაღაცას არ ნანობს. გამოჩნდება დავტოვებ თუ არა თანამდებობას. თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ ჩამოვცილდე ყველაფერს. მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავალაგოთ. ჩვენ კიდევ ვქმნით გაურკვეველი ქმედებებით, რომ კიდევ ვიღაც გაღიზიანდეს“, - განაცხადა კუხიანიძემ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად იზრუნებს, რომ  კუხიანიძის მსგავსი არც ერთი ადამიანი იყოს თანამდებობაზე.

„სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად იზრუნებს, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი იყოს თანამდებობაზე. მაშინ როდესაც მმართველი გუნდი არაა მოწოდების სიმაღლეზე, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი მოვალეობა და ჩვენ ქართული საზოგადოების სახელით, რომელსაც არ უხარია, რომ გმირი ექიმის წინააღმდეგ, საკრებულოს წევრები დამამცირებლად ლაპარაკობენ“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

 

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმაკუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერადკუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, .. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.

14 დეკემბერს გაფრინდაშვილის .. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს.

 

 

 


close დახურვა