logo
ENG



ლაგაზიძე: IPSOS-ის კვლევის შედეგი საზოგადოებაში არსებულ სასოწარკვეთაზე მიანიშნებს

15 დეკ 201923:15
3 წუთის საკითხავი
 
4bwjwkd5p9vzcpm.jpg

ექსპერტი ხათუნა ლაგაძიძე ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ეხმაურება.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები, საზოგადოებაში არსებულ სასოწარკვეთაზე მიანიშნებს.

„ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი მონაცემი იყო იმ ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც მოიწონეს ივანიშვილის მოსაზრება, რომ ქართველმა საშოვარი უცხოეთში უნდა ეძებოს. დაახლოებით 30 პროცენტი აჩვენა ამ მოსაზრებამ. მხარდამჭერთა ასეთი დიდი რაოდენობა, სწორედ იმ სასოწარკვეთის ნიშანია, რომელიც საზოგადოებაშია. ისინი იმდენად სასოწარკვეთილები არიან, რომ საკუთარ თავს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. წარმოუდგენელია ადამიანს მოსწონდეს ის, რომ ხელისუფლება მის უპირველეს მოვალეობაზე იხსნის პასუხისმგებლობას“, - აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა გასულ კვირას გამოკითხა მოსახლეობა. კვლევის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე საზოგადოების რეაქციები. კვლევის თანახმად, ივანიშვილის განცხადება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა დაპირება შეასრულა, 73%-ს არ მოეწონა. რაც შეეხება დებულებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ევროპაში დასაქმებას ეხება, 31%-ს ეს დებულება მოეწონა. 

 


close დახურვა