logo
ENG



ლაგოდეხის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა - მოყვანილი მოსავალი ფერმერებს ულპებათ

23 აპრ 202020:56
3 წუთის საკითხავი
 

გადაადგილების აკრძალვისა და ბაზრების დახურვის გამო, ლაგოდეხის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება. კახეთის რეგიონში, სადაც გაზაფხულის ამ პერიოდში სათბურებში ტონობით კიტრის მოსავალი მოდის, მოყვანილი მოსავალი ფერმერებს ულპებათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ როგორც წესი მათ პროდუქციაზე ყველაზე მაღალი ფასი სწორედ აპრილშია და სულ მალე კიტრზე ფასი ვარდნას დაიწყებს. ლაგოდეხის რაიონის ამ და სხვა სოფლებისთვის გასაღების მთავარი ბაზარი თბილისია. პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტებამდე მისატანად გლეხებს გამოეყო დრო, დილით 2  -და საღამოს ერთი საათი. თუმცა, მათი თქმით ეს პრობლემას ვერ აგვარებს. 

მხოლოდ პრობლემის გაშუქების შემდეგ სოფელ კაბალში მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ მოვალ კვირიდან საბითუმო ბაზარი ამოქმედდება. მოსახლეობა კი შიშობს, რომ თუ აგრარული ბაზრები არ გაიხსნება თბილისში, მიზერული გახდება მოყვანილი კიტრის ფასიც, ოჯახები კი საკვების გარეშე დარჩებათ.

ლაგოდეხის რაიონში მიმდინარე წელს კიტრის 10 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან. გლეხების და ფერმერების თქმით, იმისთვის რომ მინიმალური სარგებელი მიიღონ, კილოგრამი კიტრის ფასი 80 თეთრს ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს. 


close დახურვა