ცნობილი ქართველი ბარიტონი იუბილესთვის ემზადება. ლადო ათანელი 30-წლიან კარიერას 30 ოქტომბერს გაიხსენებს. მომღერალი მსოფლიოს საოპერო სცენებზე შესრულებულ პარტიებს შეასრულებს და ქართველი მსმენელისთვის მისთვის საყვარელ როლებს არჩევს.
„როლები, ძირითადად, ახლოს არის ჩემთან და ამიტომაც მიყვარს. მე იქ მუსიკასთან ერთად ვგრძნობ თავს კარგად“ - ამბობს ლადო ათანელი.
ლადო ათანელის დებიუტი 30 წლის წინ 1989 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა.