logo
ENG



ლავროვთან შეხვედრა, პრორუსული განწყობები...-ოპოზიციის კითხვები ზალკალიანთან

17 ოქტ 201907:46
3 წუთის საკითხავი
 
gz9no2bi41wglcw.png

დავით ზალკალიანი დღეს პარლამენტში მივა. როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, მინისტრთან შეხვედრას სწორედ მსგავს ფორმატში ითხოვდნენ. უმცირესობას ზალკალიანთან მწვავე კითხვები აქვს მომზადებული. დეპუტატები მისი და ლავროვის შეხვედრის დეტალებით ინტერესდებიან. ასევე, კითხვებს დასვამენ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ საქართველო რუსეთის წინაშე უამრავ დათმობაზე მიდის და ზალკალიანს ამ საკითხზე დეტალურად საუბარი მოუწევს. 

"ჩვენ მაინც მოვახერხებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც ასევე მწვავედ დგას ქვეყნის წინაშე. პირველი, რამ განაპირობა ლავროვთან შეხვედრა; რატომ დამთავრდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანად; რატომ მიექანება ქვეყანა რუსეთის ორბიტისაკენ; თუნდაც სულ ბოლო განცხადება, რაც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა-ივანიშვილს რომ უთქვამს, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებსო. უნდა გვითხრას, შავი ზღვა ეს რუსეთის სამფლობელოა? და საერთოდ, იგივე ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ა.შ. რატომ მიდის საქართველოს ხელისუფლება უამრავ დათმობაზე რუსეთის წინაშე,-"აცხადებს რომან გოცირიძე.


close დახურვა