logo
ENG



ლავროვი: აშშ 2016-2017 წლების კომუნიკეს გამოქვეყნებას ბლოკავს

11 დეკ 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
fj2f6o6xqrm9cr1.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები 2016-2017 წლების კომუნიკეს გამოქვეყნებას ბლოკავს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განმარტა, რომ კრემლს იმ ჩანაწერების გამოქვეყნება სურს, რომელიც ოფიციალურ მოსკოვს ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებისგან გაათავისუფლებდა. 

"ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ, რომ უსაფუძვლო ეჭვის გასაქარწყლებლად დახურული არხების მეშვეობით 2016 ქლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნომებრამდე მიმდინარე კომუნიკაციის ჩანაწერები გამოვაქვეყნოთ, რაც ნათელს მოჰფენდა ბევრ რამეს ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ამ ორგანზიციისგან უარი მივიღეთ",-განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

მედიასთან გამართული პრესკონფერენციის დროს მაიკ პომპეომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებს „რთული" უწოდა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად აქტიურად მუშაობს.

 


close დახურვა