logo
ENG



ლავროვი: თუ დასავლეთი დაინტერესდება ევროპის უსაფრთხოების ერთობლივად აღდგენით, ეს არ გამოვა

01 დეკ 202221:34
3 წუთის საკითხავი
clock 446
ლავროვი: თუ დასავლეთი დაინტერესდება ევროპის უსაფრთხოების ერთობლივად აღდგენით, ეს არ გამოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, თუ დასავლეთი რუსეთთან ერთად ევროპაში უსაფრთხოების აღდგენაზე ერთობლივად მუშაობით დაინტერესდება ეს არ გამოვა.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთი გაიაზრებს, რომ მეზობლური ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ამისთვის სრულიად ახალი დასაწყისი იქნება საჭირო, რაც, მისი აზრით, დასავლეთზეა დამოკიდებული.

"როცა, დროის რომელიმე მომენტში ჩვენი დასავლელი მეზობლები და ყოფილი პარტნიორები უეცრად დაინტერესდებიან როგორღაც ევროპულ უსაფრთხოების ერთობლივ აღდგენაზე, მაშინ ეს აღდგენა არ გამოვა. რადგან აღდგენა ნიშნავს იმას, რაც მანამდე იყო. თუმცა ბიზნესი ძველებურად არ იქნება...

თუ დასავლეთი გაიაზრებს, რომ უკეთესია მეზობლური ურთიერთობების განვითარება, რომელიც ორმხრივად შეთანხმებულ საფუძვლებზე აშენდება, ჩვენ მოვუსმენთ იმას, რასაც დასავლეთი შემოგვთავაზებს. თუმცა ნათელია, რომ ეს სრულიად ახალი დასაწყისი უნდა იყოს. არის თუ არა ამ ახალი საწყისის შანსი ახლო მომავალში, არ ვიცი. ეს დასავლეთზეა დამოკიდებული" - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ დასავლელი ლიდერები "შეცდომებს გააანალიზებენ" მაშინ რუსეთი მზად იქნება მათთან დიალოგს დაუბრუნდეს.

"თუ ჩვენი დასავლელი თანამოსაუბრეები გააანალიზებენ საკუთარ შეცდომებს და გამოხატავენ მზაობას, რომ დაუბრუნდნენ იმ დოკუმენტის განხილვას, რომელიც დეკემბერში შევთავაზეთ, ვფიქრობ ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ეჭვი მეპარება, რომ ისინი ამის გაკეთებისთვის ენერგიას და გონიერებას იპოვიან, თუმცა თუ უეცრად ეს მოხდება, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან დიალოგს დავუბრუნდეთ" - განაცხადა ლავროვმა.

თუმცა ლავროვმა ასევე განაცხადა რომ დასავლელმა ლიდერებმა უკვე უარი თქვეს რუსეთის შეთავაზებებზე და "რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რაც სრულად ეწინააღმდეგება დიალოგის აღდგენის პერსპექტივას".


close დახურვა