logo
ENG



ლავროვი: მოლდოვამ მომავალზე უნდა იღელვოს - NATO-ში ითრევენ, ეს მის უსაფრთხოებას არ წაადგება

30 აპრ 202201:26
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლდოვა საკუთარ მომავალზე უნდა ღელავდეს, რადგან NATO „ალიანსში მის ჩათრევას“ ცდილობს. ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Ria Novostyi ავრცელებს

რუსეთის საგარეო მინისტრმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში კითხვაზე, მოლდოვას აქვს თუ არა სანერვიულო უკრაინაში "რუსეთის სპეციალური ოპერაციის გამო", განაცხადა, რომ მოლდოვამ საკუთარ მომავალზე უნდა იღელვოს, რადგან მას ალიანსში ითრევენ.

„მათ საკუთარ მომავალზე უნდა იდარდონ, რადგან მათ NATO-ში ითრევენ და მე არ ვფიქრობ ეს მოლდოვას უსაფრთხოებას დაეხმარება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


close დახურვა