logo
ENG



ლავროვი: ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის აღარ არის ჰიბრიდული, ეს ნამდვილი ომია

23 იან 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/23/mmg4sui1jxgs0n7.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის აღარ არის ჰიბრიდული, მისი თქმით, ეს ნამდვილი ომია.

"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნადვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული, რაც იყო უკრაინაში საუკუნეების განმავლობაში და უკრძალავს ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა