რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ ლავროვმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"მინდა შევახსენო ყველა ქვეყანას, რომელსაც შეუძლია განიხილოს ეს აზრი, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები იქ არის სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერთიფიკატი და ეს სერთიფიკატი არ იძლევა ამ სისტემების მესამე ქვეყნებში გაგზავნის საშუალებას."- ამბობს ლავროვი.
სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
შეგახსენებთ,რომ CNN-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი უკრაინას შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, S 300-ების გადაცემას დათანხმდა.
თავდაცვითი სისტემა S 300-ის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს აშშ-ს სთხოვა.