logo
ENG



ლავროვი: რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება

19 მარ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი: რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ოფიციალური მოსკოვისა და ბეიჯინგის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მაშინ, როცა დასავლეთი ძირს უთხრის ყველა იმ საფუძველს, რომელზეც დგას საერთაშორისო სისტემა, ჩვენ რა თქმა უნდა - როგორც ორმა დიდმა ძალამ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება", - თქვა ლავროვმა. 

18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ თუ ბეიჯინგი რუსეთს დაეხმარება, ამას შედეგები მოჰყვება. პასუხად, ჩინური მედიის მიხედვით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "არავის ინტერესში არ შედის". 

სხვადასხვა უცხოური მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში დახმარება სთხოვა, თუმცა ჩინეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. 

 


close დახურვა