logo
ENG



ლავროვის აზრით, 3+3-ის ფორმატს საქართველო შესაძლოა, ახლო მომავალში შეუერთდეს

24 ოქტ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში "3+3" ფორმატში შესაძლოა საქართველოც ჩაერთოს. ამის შესახებ მან 23 ოქტომბერს ფორმატის ფარგლებში მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაუდასტურებიათ, ყველა საკუთარ ქმედებაში, პირველ რიგში, გამომდინარეობს ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს იძლევა საფუძველს ივარაუდო, რომ "3+3-ის" სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, შეხვედრის დროს ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ "3+3" ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

"ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ "ექვსეულში" გაწევრიანებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს", - აღნიშნა ლავროვმა.

სამხრეთ კავკასიის საკითხებზე თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ინიციატივით 2020 წელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები გამოვიდნენ. ინიციატივას შეუერთდნენ ირანი, რუსეთი და სომხეთიც. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებს "3+3-ის" ფორმატში გაწევრიანებას და ამ დრომდე უარს ამბობს ყველა შეხვედრაში მონაწილეობაზე.


close დახურვა