logo
ENG



ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს

01 სექ 202115:11
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თუ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, მოსკოვი ამისთვის მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

"თუ საქართველოს მართლაც სურს, რომ დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად არ გამოიყენოს რუსული კარტი და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად იცხოვროს, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ", - თქვა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გამოეცხადებინა, თუმცა გავრილოვის ღამის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე აგვისტოს დასაწყისში რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც ისაუბრა. ალექსანდრ ბიტკოვის თქმით, მოსკოვი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ამავე დროს, კი საქართველო აგვისტოს ომის დროს შეიარაღებულ თავდასხმაში დაადანაშაულა. 


close დახურვა