logo
ENG



ლავროვის უწყება საქართველოს პროვოკაციებში ადანაშაულებს

16 ივლ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის რუსეთის მორიგი ცინიზმი, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფონზე, ლავროვის უწყება საქართველოს პროვოკაციებში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის პოზიციებითაც უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ყველა ინციდენტში მოსკოვის დადანაშაულებით ვაშინგტონი ჟენევის დიალოგის პროცესში სუბიექტური მომლაპარაკებელი ხდება. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას შეუძლია და არ აკეთებს მეტს დეოკუპაციის პროცესში, კრიტიკაზე საპასუხოდ კი ქართული ოცნება ოპონენტებს კრემლის მოკავშირეებს უწოდებს.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა