ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. როგორც ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. მუხლი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ბარის თანამშრომლების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დააკავეს.
