ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად იყენებს.
ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას 40 000 ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებაში დაეხმარება.
„90 წელი ჰოლოდომორის შემდეგ, კრემლი კვლავ იყენებს საკვებს როგორც იარაღს. ჩვენ უკრაინასთან ვდგავართ რათა მსოფლიო საკვების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით „მარცვლეული უკრაინიდან“, ევროკომისია 40 000 ტონა უკრაინული მარცვლეულის 2 გემით გადატანის ხარჯებს დაფარავს“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
90 years after the Holodomor, the Kremlin is again using food as a weapon.
We stand with Ukraine to guarantee global food security.
Under President @ZelenskyyUa's Grain from Ukraine initiative, the @EU_Commission will pay to ship 40,000 tons of Ukrainian grain via two boats. pic.twitter.com/YGMxiIVRND