ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.
მისი თქმით ევროკომისია თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგას.
ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე უკრაინის დროშის ფერებში განათებული ევროკომისიის ფოტო გამოაქვეყნა.
„24 აგვისტოს სამყარო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დღეს ევროკომისია ამაყად შეიმოსა ყვითლითა და ლურჯით, რათა უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა ვაჩვენოთ. ამაყად ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით მათი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში" - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
On 24 August, the world celebrates Ukraine Independence Day.
So tonight, the @EU_Commission proudly wears yellow and blue, to show our support to Ukraine.
We proudly stand with our Ukrainian friends in their fight for a free, independent and European future. pic.twitter.com/LYOMzQLTK4