ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1970 წელს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა", კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებით, შორენას როლი შეასრულა. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის" რედაქტორი. ბოლოს 2003 წელს, ერეკლე ბადურაშვილის მიერ გადაღებულ ფილმში ითამაშა.
მსახიობმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 2016 წელს ლალი ბადურაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.