მინდა, ნათლად განვუცხადო ქართველ ხალხს და ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასაც, პარლამენტს, პოლიციას, სამხედროებს, მასწავლებლებს, ექიმებს და ადამიანებს ქუჩაში. მე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ევროპული საქართველოს მხარეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, ყველა ჩვენ, ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები, გამოვედით რკინის ფარდის მიღმიდან და ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გაერო და NATO ჯერ კიდევ შორს იყო და წამოვიღეთ მხოლოდ ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენები და ვთქვით, რომ საკმარისია ეს წამება, ეს ყველაფერი, რაც იყო, რომ საჭიროა წესები, რომელიც ადამიანის უფლებებს დააყენებდა ცენტრში. ჩვენ გვქონდა სხვადასხვაგვარი გზა. ჩვენ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან ჩვენს მიზნებსა და შესაძლებლობებში.
2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს ბალტიის ქვეყნები იყვნენ თქვენთან და ბევრმა ჩვენგანმა დაიჯერა, რომ საქართველოს შეეძლო ეს გზა კარგად გაევლო. როცა უკრაინელები ფეხზე დადგნენ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, იგივე იყო, ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენ ვწყვეტთ საკუთარ ბედს, რომ ისტორია იქ არ მთავრდებოდა. მოსკოვს აქვს ცოტა ინტერესი, რომ ნახოს ამ ყველაფრის კეთილი ბოლო და უნდა, რომ ჩვენ კითხვებს ვუსვამდეთ საკუთარ თავს. ჩვენ ერთად ვდგავართ იმიტომ, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, გვაქვს რწმენა ევროპული ღირებულებების. უკრაინელები იღუპებიან ყოველ დღე ევროპის თავისუფლებისთვის, ბელარუსებს აქვთ ოცნება, რომ ილაპარაკონ, ამოიღონ ხმა, KGB-ს თვალყურის გარეშე. მე არ მინდა საქართველოსთვის ეს მომავალი. მე მინდა ქართველი ხალხისთვის მომავალი, სადაც ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება.
ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ ყველა ჩვენგანმა ჩვენით უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ?